ახალი ამბები მთავარი სამართალი

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად, დაზიანებები მოტოციკლისტმა მიიღო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. ფაქტის გამო საგზაო მოძრაობა მცირედით შეფერხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....