ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: 600 ათასი ლარი გახარჯულია სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებზე

ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე მოწმე ზურაბ ჭყოიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის სტუმარი, მასაჟისტი, ექიმი დოტი საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული იყო ის ხარჯები, რომლითაც მასაჟისტი დოტი ისვენებდა სასტუმრო “კოპალაში” და მას გაუწიეს სხვადასხვა მომსახურება. ხარჯები კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო დაფინანსებული.

“დოტის სტუმრობა იყო მოტივი, რომ მომხდარიყო შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაწეული ხარჯების გასაიდუმლოება, რადგან დოტის ვიზიტს დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება აღშფოთდებოდა, როდესაც გაიგებდა, რომ პრეზიდენტი ხარჯავდა საბიუჯეტო თანხებს საკუთარი კეთიკლდღეობისთვის, ბოტოქსებისთვის, ეპილაციისთვის და მისი მეგობრების საჩუქრებისთვის. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ხარჯების გასაიდუმლოებაზე”,-აღნიშნა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება მიხეილ სააკაშილს 2009-2013 წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება, დაახლოებით საუბარია 9 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე. ამ 9 მილიონიდან, 600 ათასი ლარი გახარჯულია პრეზიდენტის კოსმეტიკურ პროცედურებზე, მილიონ ლარზე მეტი დახარჯულია “აიფონებზე”, ოქროს ნაკეთობებზე და აქ არ არის საუბარი პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე დახარჯული თანხებზე.

“გამოძიება სააკაშვილს მისი პირადი კეთილდღეობისთვის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას ედავება და არა ოფიციალურ ვიზიტებისას ხარჯების გაწევას”,- აღნიშნა პროკურორმა.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა დღეს მიხეილ სააკაშილის დაცვის ყოფილი წევრის დაკითხვით გაგრძელდა. მოწმე ზურაბ ჭყოიძის ჩვენებაზე პროკურორი ნათია სონღულაშვილი აცხადებს, რომ მოწმემ დაადასტურა პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმრის, მასაჟისტ დოტის საქართველოში ვიზიტი და ის ფაქტი, რომ სწორედ ამ პირს ქონდა მისი მასპინძლობა დავალებული.

გამოძიება მიხეილ სააკაშილს 2009-2013 წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება, დაახლოებით საუბარია 9 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე. ამ 9 მილიონიდან, 600 ათასი ლარი გახარჯულია.

იტვირთბა....