ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Facebook ვიდეოსერვისის დანერგვას და Youtube-თან კონკურენციას გეგმავს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook ვიდეოპროდუქციის წარმოებას გეგმავს. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში ახალმა სერვისმა Youtube-სა და ტელევიზიასაც კი გაუწიოს კონკურენცია.

ე.წ. ვიდეო ფიდი Facebook-ზე ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის არის ხელმისწვდომი. ჯერჯერობით ამ „ფიდზე“ მხოლოდ სამოყვარულო კამერებით გადაღებული ვიდეოები და მოკლე ინფორმაციული რგოლებია თავმოყრილი. თუმცა, როგორც Facebook-ში განაცხადეს, სულ ცოტა ხანში სოციალურ ქსელში ახალი ფუნქცია Watch გაჩნდება, რომელზეც განთავსდება Facebook-ის დაფინანსებით დამზადებული ვიდეოგადაცემები.

თავდაპირველად, ახალი სერვისი აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდება. როგორც ახალი ფუნქციის შემქმნელები ამბობენ, ზოგიერთი ვიდეოგადაცემების ხანგრძლივიბა 10 წუთიც კი იქნება. ფუნქცია სახელწოდებით Watch თითოუელი მომხმარებლისთვის ინდივიდუალური იქნება. ე.წ. ვიდეო ფიდზე პირველ რიგში ის ვიდეორგოლები მოხვდება, რომლებიც კონკრეტული მომხმარებლის მეგობრებს მოსწონთ. ამავე დროს მომხმარებლებს შეეძლებათ ვიდეოს კომენტარი დაურთონ და მეგობრებთან ერთად განიხილონ გადაცემები.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, Facebook-მა უკვე გააფორმა კონტრაქტები ისეთ კომპანიებთან როგორიცაა Vox Media, BuzzFeed, ATTN, Group Nine Media. ყველა ეს კომპანია პროდუქციას 30-40 წლის მომხმარბელებისთვის ქმნის. Facebook-ის ახალი ვიდეოსერვისითვის გადაცემები უკვე მოამზადა National Georgaphic-მა, ასევე აშშ-ის ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ასოციაციამ და ბეისბოლის ეროვნულმა ლიგამ. Time inc კი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის განკუთვნილ ვიდეოგადაცემას მოამზადებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

იტვირთბა....