ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“40 გრადუს სიცხეში უწყლოდ დარჩენა კატასტროფაა”: შესაძლოა, GWP-ს ფინანსური სანქცია დაეკისროს

ხშირია ზაფხულის ისედაც ცხელ დღეებში წყლის გამუდმებულ შეწყვეტის ფაქტები, რასაც მოსახლეობა პერმანენტულად აპროტესტებს. ენერგოომბუდსმენი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) რეკომენდაციით მიმართავს, მიიღოს შესაბამისი ზომები მოსახლეობისთვის წყლით მომარაგების შეზღუდვის შემცირებაზე.

რეაგირებისათვის, უკვე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასაც მიმართეს, რომლის ოფიციალური პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შესაძლოა, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” ფინანსური სანქციაც კი დაეკისროს.

“40 გრადუს სიცხეში უწყლოდ დარჩენა სრული კატასტროფაა, თანაც საუბარია გეგმურ შეზღუდვაზე, რის გამოც მოსახლეობა 8-12-საათიანი ინტერვალით რჩება უწყლოდ. ეს დაუშვებელია, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს გონივრული გრაფიკი იმგვარად, რომ არ აისახოს მომხმარებელზე ცუდად.”

იტვირთბა....