წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მკვიდრი, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.
სუს-ში აცახდებენ, რომ გატაცებული მამაკაცის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე მიაწოდეს ინფორმაცია. უცნობია ამ ეტაპზე გატაცებული მამაკაცი სად იმყოფება.