ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დასვენება განვადებით: საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი დასასვენებლად სესხს იღებს

როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დასასვენებლად ფულს სესხად იღებს. გამოცემის კვლევით, დამსვენებლები სესხს ბანკებიდან იღებენ, მიდიან კურორტებზე მაგალითად, 2 კვირით და შემდეგ ნასესხებ თანხას მთელი წლის განმავლობაში იხდიან.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ამას პრობლემად არ მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, დასვენება აუცილებელია და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნასესხები ფულით მოხდება თუ საკუთარი სახსრებით.

იტვირთბა....