ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

დღეს ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულები სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის  მშენებლობაზე არიან დასაქმებულები. მუშები ხელფასების 50 %-ით მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დღიური ანაზღაურება 14-დან 19 ლარამდე აქვთ. ეს კი იმ სამუშაო პირობებთან, რაშიც მათ მთელი დღის განმავლობაში ყოფნა უწევთ, არაადეკვატურია.

მათი განცხადებით,  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამუშაოები გააჩერეს, მაგრამ უშედეგოდ. ლანჩხუთში, კომპანია “სინოჰინდროსთან” 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული. დამსაქმებელი ჩინური კომპანიაა. შეკრებილები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათგან სათანადო რეაგირებას ითხოვნ.

იტვირთბა....