აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ კომენტარი გააკეთა ზაზა ფაჩულიაზე. “მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა”. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით.
იან კელიმ ფაჩულიას წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტსმენმა ქართველ ხალხისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მანვე ზაზა ფაჩულიას ორი ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა.
“მინდა მოგილოცო ჩემპიონო, გილოცავ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს უმშვენიერესი თასი ჩამოიტანეთ. თქვენ ქართველ ხალხს აძლევთ იმედს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ და გახდნენ წარმატებულები. მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით”, – განაცხადა იან კელიმ სპორტის სასახლეში გამოსვლის დროს.
შგახსენებთ, ზაზა ფაჩულია NBA-ს გამარჯვებული გახდა და თასი საქართველოში ჩამოიტანა.