ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარეს მიმართა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ ინტერპოლის არხებით სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარეს მიმართა.  ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  ყოფილი პრეზიდენტს  საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას.

,,4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის არხებით მიმართა პოლონეთის მხარეს.

ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წამრომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა. “-განუცხადეს პროკურატურიდან

წყარო: “პირველი რადიო”

 

 

 

იტვირთბა....