საზოგადოება

“დროული რეაგირება მოვახდინეთ”: ახალციხის გუბერნატორი დათვის შეჭმას აპირებდა

ზოოლოგიური ცენტრის დირექტორის, სოსო ჯიქურიშვილის, განცხადებით, ახალციხის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე დათვს შეჭმას უპირებდა: „რამდენიმე დღის წინ დათვების თავშესაფარში დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ახალციხეში, რესტორან ედემში, გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს უკანონოდ ჰყავდა დატყვევებული წითელი ნუსხით დაცული მურა დათვი. რა თქმა უნდა, ჩვენ  დროული რეაგირება მოვახდინეთ და ადგილზე ჩავედით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობასთან ერთად, როგორც გაირკვა, გუბერნატორი ამ დათვს დაკვლას უპირებდა! ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ვრცელდება ინტერნეტში ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც საუბრობენ დათვის დაკვლაზე.

მივმართავ გარემოს დაცვის სამინისტროს, დაიცვას კანონის გათვალისწინებით გადაშენების პირას მყოფი დათვები და დაისაჯოს ყველა ბრაკონიერი“, – აცხადებს ზოოლოგიური ცენტრის დირექტორი სოსო ჯიქურიშვილი.

ghn.ge

იტვირთბა....