aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ხაშურის საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხაშურის საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ, -ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს, რომლის ცნობითაც სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს.

მათივე თქმით, საავადმყოფოში 11 სექტემბრიდან ახალი კომპანია „ევექსი“ შემოდის, ხოლო ამჟამინდელ მფლობელს „ალიანს მედ სერვისს“ მედპერსონალის შრომითი ანაზღაურება მაისიდან არ გაუცია.

ექიმების გაფიცვის შემდეგ, მათთან კლინიკის მენეჯერი თემურ მდინარაშვილი მივიდა და დაპირდა, რომ ერთი თვის ხელფასს 15 აგვისტოს მიიღებენ, ხოლო თუ ამის შემდეგ მათ რაიმე პრეტენზია ექნებათ, მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს ან სასამართლოს მიმართონ.

იტვირთბა....