ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავღანეთში თავდასხმას 50 მოქალაქე ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაში თავდასხმას 50 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები – ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, ტერორისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს, მათი მიზანი შიიტი მუსლიმების დახოცვა იყო.

ავღანეთის მთავრობა მომხდარს “თალიბანსა” და “ისლამურ სახელმწიფოს” უკავშირებს.

იტვირთბა....