aviabiletebi
საზოგადოება ჯანდაცვა

“ზედოზირების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს 5-6 საათის შემდეგაც…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროფესორი, ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ზედოზირება არის სიცოცლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ნარკოტიკული ან ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხვედრის შემდეგ. ზედოზირების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მიღებიდან 5-10 წუთში, ასევე, მოაგვიამებითაც, 30 წუთიდან- 5-6 საათის შემდეგ. ვერასოდეს ვერ გამოთვლი დაგემართება თუ არა ზედოზირება და ვერ შეძლებ მისი თავიდან აცილებას.
ზედიზირება ვითარდება:
1 პირველად როცა იღებ უცნობ ნივთიერებას! ყველაზე ხშირად ზედოზირება უვითარდება ადამაინებს, ვინც პირველად სინჯავს ნარკოტიკულ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
2 როცა ხდება რამდენიმე ნივთიერების ერთდროულად მიღება;
3 როცა ხდება ალკოჰოლში შერევა ფსიქოაქტოური
ნივთიერებების. ხშირად, ამ ბოლო პერიოდში სთავაზობენ ხსნად ნივთიერებებს, რომლის მიღების წესად სახელდება ზუსტად მათი ალკოჰოლთან შერევა;
4 გამოფიტულ და დაღლილ ორგანიზმში ასეთი ტიპის ნივთიერებების მოხვედრა;
5 არასუფთა ნივთიერებების მოხმარების დროს, როცა რაღაცა გაურკვეველ ფხვნილებს და სითხეებს ასაღებენ, როგორც კლუბურ ნარკოტიკს, ამ დროს მის შემაგენლობაში არის სხვადასხვა ძლიერ მოქმედი ნივთიერება, რომლის კომბინაციაც იწვევს ზედოზირებას!
6 “იმან დალია და არაფერი მოუვიდა” – არ არის იმის დამადასტურებელი, რომ თქვენ არ დაგემართებათ ზედოზირება;
7 ასეთი ტიპის ნივთიერებეის მიღების დროს ადამიანი კარგავს კონტროლს თავის ქცევაზე, შესაძლებელია განვითარდეს ამნეზიები და მან რამდენჯერმე მიიღოს კვლავ ეს ნივთიერება, რაც
კიდევ უფრო ზრდის ზედოზირების რისკს;
8 ნუ ეცდებით მოიტყუუოთ და ამტკიცოთ რომ არ გაქვთ მიღებული და ამით შეუქმნათ საფრთხე თქვენს ჯანმრთელობას;
9 ზედოზირების ნიშნების დროს დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაწვრილებით ეცადეთ აღუწეროთ, რა მიიღო ადამიანმა!”-წერს სიხარულიძე.
ანაკლიაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად, დაიღუპა 22 წლის გოგო, ხოლო 20-ამდე ახალგაზრდის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

იტვირთბა....