ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი მთავრობას რუკას სთავაზობს: “სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი დავით სერგეენკოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა:

“ბატონი სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე, რომ არაფერი ვთქვათ მის პოლიტიკურ შემადგენელზე. თუმცა აქ დავით სერგეენკო არაფერ შუაშია. ეს იმ უწყებების ბრალია ვინც მსგავს ინფორმაციას აწვდით მთავრობის სხდომებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტექნიკურადაც კი არ არის სიმართლე მისი სიტყვები.
ოკუპანტი სახელმწიფო არ მიყვება არავითარ ავტონომიური ოლქის რუქას. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ მათ ოლქის სხვადასხვა დროის რუქების ჰიბრიდული ვარიანტი უჭირავთ ხელში, რომელიც ყველა დროის ყველაზე უკიდურეს წერტილებს აერთებს.
ეს რუქა თავდაცვის სამინისტროში არის, ვინაიდან ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის წინ დავამზადებინე და შეუძლიათ გამოიყენონ სურვილის შემთხვევაში. პოლიტიკურ შემადგენელზე აღარაფერს ვამბობ”. – წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.

შეგახსენებთ, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ის რასაც რუსეთი აკეთებს, მცოცავი ოკუპაცი არ არის.

იტვირთბა....