aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბორელიოზით დაინფიცირებულთა რიცხვმა თბილისში იმატა: რას ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპეციალისტების განცხადებით, ბორელიოზით, იგივე ლაიმის დაავადებით დაინფიცირებულთა  მაჩვენებელი გაზრდილია. მათი ინფორმაციით, არ გამოირიცხება, რომ საქართველოში ინფექცია ბალტიის ქვეყნებიდან ან რუსეთიდანაა შემოსული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი  ამბობენ რომ უწყების ვებ გვერდზე ინფორმაცია საჯაროა.

 

როგორც გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა, ბორელიოზით დაავადების მცირე პროცენტი არსებობს:

“რაც შეეხება ბორელიოზს, მისით დაავადების ძალიან მცირე პროცენტი არსებობს. საქართველოში სულ დაფიქსირებულია ბორელიოზის 36 შემთხვევა, აქედან 10-თბილისში. ბორელიოზი მთელ ევროპაშია გავრცელებული – ჩვენნაირი ზონის ქვეყნებში. ამასთან დაავადება ექვემდებარება მკურნალობას.”-განაცხადა ზახაშვილმა.

ბორელიოზით ინფიცირებულთა შემთხვევები რეგიონების გარდა თბილისის შემოგარენში ლისზე, კუს ტბასა და იპოდრომზეა დაფიქსირებული.

ბორელიოზი, იგივე ლაიმის  დაავადება ევროპაში ფართოდ გავრცელებული ინფექციაა. სხეული ტკიპის კბენით ინფიცირდება. ინფექცია ნერვული სისტემის მოშლას, მუდმივ დაღლილობას, სახსრების დაავადებებს, კუნთების ტკივილს, მხედველობის გაორებას და თავის ტკივილს იწვევს.

იტვირთბა....