ტოკიოში, მსოფლიოში ყველაზე დიდ თევზის ბაზარ ცუკიჯიზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Asahi ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლმა 600 კვადტრატული მეტრი მოიცვა. დაიწვა რამდენიმე სავაჭრო წერტილი და მარაგის შენობა. ცეცხლს 60-მდე მეხანძრე აქრობდა.
წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.