ცოტა ხნის წინ, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე საწვავის ავზის აფეთქების შედეგად კაცი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საწვავის ავზი უნდა შეედუღებინა, რა დროსაც ავზი აფეთქდა.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ დაშავებული კლინიკა ლანცეტშია” გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
“მეტრონომი” დამატებით დეტალებს არკვევს.