ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ახალი სერვისი – ელექტრონული მაღაზია: დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს – ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს. ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად.

www.eshop.nbe.gov.ge ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში, შეიძინოს სასურველი ქონება.

ქონების შესაძენად, საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაბამის ვებგვერდზე www.eshop.nbe.gov.ge და სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისით, სააღსრულებო პროცესის მონაწილე პირებს უფლება ეძლევათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების პირდაპირი რეალიზაცია მოახდინონ.

სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამის ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაზე განათავსებს, რისთვისაც მოვალისა და კრედიტორის თანხმობაა საჭირო.

ელექტრონული მაღაზიის მომსახურება აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს.

იტვირთბა....