ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამარჯვების შემდეგ, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვება იქნება”

“გამარჯვების შემდეგ, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვება იქნება”, – ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა კომპანია “სითი პარკის” სათავო ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება “სითი პარკისთვის” ჯარიმის გადახდა, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის დაეკისრება ქალაქის მერიას.

”ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ იქნება ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება. ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომელსაც ექნება სამი პირობა – ”სითი პარკთან” გადასახდელი ჯარიმა, ისე რომ მოსახლეობას არ მოუწიოს თანხის გადახდა, საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნა და პარკინგის სისტემის მოწყობა”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

იტვირთბა....