ღამით ბათუმში, კლუბ „სექტორ 26-ში“ კაცი დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმეს სპროკურატურა იძიებს, რომლის პრეს-ცენტრში ამ ეტაპზე მედიას არ პასუხობენ.