ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში გამართულ აქციაზე მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
“კაბინეტში მეც დავჯდები და ჩავიცვამ კოხტად და ლამაზად. კი არ მაწყენს მაი! დეიკავე თოხი ხელში და მომიდექი გვერდში თუ გინდა რამეის გაკეთება,” – მიმართა ადგილობრივმა ზაზა ურუშაძეს.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩინური კომპანიისგან, რომელსაც სოფლიდან ინერტული მასალა გააქვს, გზის დაუყონებლივ გაკეთებას ითხოვდა რისი პირობაც და მიიღეს.
მათი თქმით, თუ დღევანდელი პირობა დაირღვევა და ეს კომპანია ხრეშის დაყრას დღესვე არ დაიწყებს, პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას მიმართავენ.
აქციაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სოფელი ორ კაცს გამოყოფს, რომლებიც გააკონტროლებენ, სად და როგორ დაყრის ჩინური კომპანია ხრეშს.