ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო დატოვა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. იგი საქართველოდან მონტენეგროში გაემგზავრა.
მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც და ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ამასთან ის დღეს სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქს შეხვდა.
დღის მეორე ნახევარში ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად სწავლებაში ”ღირსეული პარტნიორი” მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია და ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

იტვირთბა....