მთავრობამ Travel in Georgia-ს ბლექ სი არენას ჯორჯიასთვის 12 მილიონის გადარიცხვა დაავალა. პროდიუსერი თამაზ ორაშვილი ამ ფაქტს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ამ სფეროში უცოდინარებს არაფერი ესაქმებათ:
“ბატონებო, ნუ გააბოსლებთ ამ უნიკალურ საკონცერტო დარბაზს!!! აი, კიდევ ერთი მარგალიტი მილიონი ლარის გადარიცხვა დაევალა; მოკლედ იმის თქმა მინდა; თუ არ გაქვთ თავი გაართვათ ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ თავი არ უნდა დაივალდებულოთ; ხომ ხედავთ, არ იცით ეგ საქმე და რატომ კიდებთ ხელს; ან თუ კიდებთ, მაშინ მოიწვიეთ პროფები ხომ ხვდებით, ყველაზე მაგარ პროექტს აბანძებთ; ეკონომიკის სამინისტროს რა უნდა შოუბიზნესში? პიროვნულად არც არაფერს ვერჩი ბლექ სი არენას ამჟამინდელ დირექტორს, მაგრამ რატომ ნიშნავთ მაგ სფეროში უცოდინარს? მერე აკრიფავს? მანამდე არ აგიდგათ გვერდები, ის რომ ამ სფეროს დაეწევა; ხომ ჰყავდა ბლექ სი არენას მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი; არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კარგად ართმევდა თავს ახლა კი რა გამოდის; იყიდება 200 ბილეთი დანარჩენს მოსახლეობას ურიგებთ; ეს ხომ კატასტროფაა; ძლივს მიეჩვია ხალხი ბილეთების ყიდვას, თქვენ კი ანიავებთ ბიუჯეტის თანხებს; დაე, ვისაც რა ბილეთი გაეყიდება, ის დარბაზი დახვდეს. რა არის ამაში ცუდი? დაფიქრდით და სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება”. – ამბობს პროდიუსერი.
artinfo.ge