aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავს იკავებს დაბრუნებისგან”: სად აღმოაჩინეს კარიკატურისტი ბესო დუღაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს, ის ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება, – ინფორმაციას ამის შესახებ მისი და, ანა დუღაშვილი ადასტურებს. ანა დუღაშვილის განცხადებით, მათ ჯერ ზუსტად არ იციან თუ სად იმყოფება მხატვარი, თუმცა იციან, რომ ის ერთ-ერთ მონასტერშია.
“დედაომ დარეკა მისი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილთან შესატყობინებლად. სად არის არ ვიცით, ამას უკვე პოლიცია დაადგენს ტელეფონის ზარით. ჩვენთვის მთავარია, რომ ცოცხალია, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა… მთელი საქართველო ფეხზე რომ დადგა, ალბათ მონასტერშიც გაიგეს და უთხრეს შეეტყობინებინა ოჯახისთვის, რომ ცოცხალია. როგორც ვიცი, ჯერ არ ჩამოვა, განერიდა სიტუაციას და თავს იკავებს დაბრუნებისგან. დარჩება თავის თავთან მარტო და როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ, დაბრუნდება”, – განაცხადა ანა დუღაშვილმა.

ბესიკ დუღაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გაუჩინარებამდე მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.

იტვირთბა....