ახალი ამბები მთავარი სამართალი

დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა ციხიდან ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პრიმა ბალერინას, ანა მურადელის მიმართ, პროკურატურის მოთხოვნით, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მიზეზი დაკავებულის ფსიქიატრიული მდგომარეობა გახდა. დაკავებული ამჯერად მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს.

მკურნალობის დაწყებისა და მისი ხანგრძლივობის თაობაზე გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს. ანა მურადელი სამართალდამცავებმა 21 მაისს დააკავეს.

ანა მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა იყო და მას გამოძიება დედის მკვლელობაში ედავებოდა.

იტვირთბა....