ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოში ციანიდი და იარაღი მიიტანეს

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. ცოტა ხნის წინ, სასამართლოში გამოსაკვლევად მტკიცებულებები მიიტანეს, რომელთა შორის ციანიდი და იარაღიც არის.

ადვოკატების განცხადებით, ამ დრომდე წარმოდგენილი მტკიცებულებით, შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ გიორგი მამალაძეს ბრალეულობა ვერ მტკიცდება.

პროცესზე დაგეგმილია აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევაც, რომელიც პროკურატურის ოქროს მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, ფარულად ჩაწერა.
დეკანოზის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი, ვიდეომასალიდან ირაკლი მამალაძისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბარს ციტირებს:

”როცა დეკანოზი ვიდეოში ამბობს ამ სიტყვებს – ”შორენას მარილზე გაბუშვებ”, ირაკლი მამალაძე ეკითხება: ”მარილზე? რას გულისხმობ მარილზე გაშვებაზე?
დეკანოზი პასუხობს: ”შენ ხომ იცი, მაგას ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება აქვს – შორენა გაგიჟდება პატრიარქის გარდაცვალებამდე, საპატრიარქოს წრეებს დაარტყამს და მას საპატრიარქოში აღარ შეუშვებენო”, – ამბობს პაატა მეხრიშვილი და დასძენს, რომ პროკურატურის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეომასალაში ეს საუბარი ამოჭრილია.

შესაძლოა დღეს ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გამოკვლევა ვერ მოესწროს. შესაბამისად, მას შემდეგ პროცესზე, სამშაბათს, 2 აგვისტოს გამოიკვლევენ.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....