ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

31 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ განცხადებას “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

“გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ვაკის რაიონში წყნეთის ქუჩა №4, №4ა-სა და №14-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....