ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნარმანია სამარშუტო ტაქსების კომპანიას დასჯით ემუქრება

თბილისის მერი დავით ნარმანია სატრანსპორტო კომპანიას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ  ყურადღება მიაქციონ მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას. მისი თქმით, ყვითელ სამარშუტო ტაქსების ნაწილში კონდიციონერები ჩართული არ არის. ნარმანიას განცხადებით, დაუშვებელია მოაქალაქეების შეურაცხყოფა.

“სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეულ ნაწილში კონდიციონერები არ არის გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად, ის არ მუშაობს. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს და ბოლო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კონდიციონერების მხოლოდ ერთ მესამედამდეა ჩართული.

ჩვენ ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, რომ უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას. ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია მძღოლების ცალკეული საქციელი და შეურაცხყოფის მიყენება მოქალაქეებზე.

თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის მერიას ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ აქვს, მაგრამ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან რათა მან უზრუნველყოს წესრიგი”, – განაცხადა ნარმანიამ.

მძღოლისა და მგზავრის ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იტვირთბა....