ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: გორში 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.თ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993 წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

იტვირთბა....