98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რომელსაც ხელი საბოლოოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს.
არ დააყოვნა რეაქციამ კრემლიდან. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ცდილობს რუსეთის პროვოცირებას, თუნდაც დიპლომატების ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო. პუტინი ამბობს, რომ ეს კამპანია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.
კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას: გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან; დაუბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების შესაბამის ხელისუფლებებს.
ამავე კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.
იტვირთბა....