საზოგადოება სპორტი

“მეტრონომი” “საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის” ოფიციალური მედია-პარტნიორი გახდა

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი “მეტრონომი” “საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის” ოფიციალური მედია-პარტნიორი გახდა. შეთანხმებას დღე-დღეზე მოეწერება ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ონლაინ-გაზეთი “მეტრონომი” გააშუქებს და გამოაქვეყნებს ყველა ღონისძიებას, რომელსაც დაგეგმავს და განახორციელებს “საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია”, რომელსაც საკმაოდ სასარგებლო და სპორტული მიმართულებების, ღონისძიებების სულისჩამდგმელია.

“მეტრონომის” მარკეტინგის მენეჯერის, თაზო გზირიშვილის განცხადებით, საზოგადოება ახლო მომავალში საკმაოდ საინტერესო ღონისძიებების შესახებ შეიტყობს, რომელსაც “საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციას” აქვს დაგეგმილი. მისი თქმით, გაზეთი პერმანენტულად მიაწვდის ინფორმაციას მოსახლეობას დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

 

იტვირთბა....