გონიოში, ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მათთან შეტყობინება დღეს შევიდა.
ამ დროისთვის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. როგორც შსს-ში განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით კაცი საშუალო ასაკისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.