ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 56%-ი ამბობს, რომ სასურველია ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ იყოს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ი ამბობს, რომ სასურველია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების  მიღებაში ჩართული არ იყოს.

გამოკითხულ მოქალაქეთა 21% ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად, ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა ეკავოს.

ხოლო 7% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის ოფიციალურად პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა საჭირო არ არის.

გამოკითხულთა 15 %-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 2% პასუხი გაცემისგან თავს იკავებს.

იტვირთბა....