აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 31 ივლისს და 1 აგვისტოს შედგება. ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.