უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საიმიგრაციო სამსახურში განუცხადეს, რომ ცალკეულ პირებზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ და აღნიშნეს, რომ უმჯობესი იქნება, ოფიციალურ განცხადებას დაელოდონ.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილი მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.