ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ახალციხეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

ახალციხეში ცოლის დაჭრაში  ქმარია ეჭვმიტანილი. ადგილობრივების ინფორმაციით,  31 წლის ქალს მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. კონფლიქტის მიზეზად კი  ეჭვიანობა სახელდება. მათივე ცნობით, დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც “მეტრონომს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო სამსახურებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 11 პრიმა – 117-ე, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი აირაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....