შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში დაკარგული 6 წლის გოგონა მშობლებს დაუბრუნეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ოჯახი სომხეთიდან საქართველოში დასასვენებლად იმყოფება. ბავშვი ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ დაიკარგა. შსს-ს მაშველებმა, ორივე ჯერზე, ბავშვის უმოკლეს დროში პოვნა და მშობლებისთვის დაბრუნება მოახერხეს.