ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

17-ჯერ გაცემული პრემიები და არაგონივრული ხარჯები ფინანსთა სამინისტროში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების მასალები გამოაქვეყნა. სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილია საჯარო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის არაერთი ფაქტი.

ჩატარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (კოდი 23 01 01 – აპარატი) ფინანსური აუდიტი, რომელმაც მოიცვა ბალანსი 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: „ანგარიში ფინანსური შედეგების შესახებ“, „ანგარიში ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ“, „ანგარიში კაპიტალში ცვლილებების შესახებ“, „ანგარიში ბიუჯეტის და ფაქტიური
თანხების შედარების შესახებ“. შენიშვნები, რომელიც შეიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ განმარტებებს და ფინანსურ ანგარიშგებაზე სხვა ახსნა-განმარტებით შენიშვნებს. ასევე, ანგარიში მოიცავდა შემდეგ დანართებს: „ინფორმაცია ორგანიზაციის აქტივების, ვალდებულებების ანგარიშებზე და საცნობარო მუხლებზე
არსებული ნაშთების შესახებ“, „ანგარიში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით“, „ანგარიში არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ“, „ანგარიში ფინანსური აქტივებით და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ“, „ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ“, „ორგანიზაციის ანგარიში არასოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ“, „ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე, ინფორმაცია ორგანიზაციების ანგარიშებზე რიცხული დებიტორული და კრედიტორულ
დავალიანებათა შესახებ“, „ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში“.

ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების მდგომარეობა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საწყისი რედაქციით ფინანსთა სამინისტროს (კოდი 23 00) დაუმტკიცდა
წლიური ჯამური ასიგნება 90,000.0 ათასი ლარის ოდენობით, რაც ზუსტად შეესაბამებოდა საბოლოო კორექტირებული საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილ მაჩვენებლებს ჭერის ფარგლებში. 2016 წლის 21 დეკემბერს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სამინისტროს მთლიანი ასიგნება შემცირებულია 3,450.0
ათასი ლარით და შეადგინა 86,550.0 ათასი ლარი. თანხა მთლიანად მოაკლდა ფინანსთა სამინისტროს აპარატის (კოდი 23 01 01) ასიგნებას, მათ შორის მუხლით „საქონელი და მომსახურება“ 1,700.0 ათასი ლარი, ხოლო მუხლით „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 1,750.0 ათასი ლარი.
წლის განმავლობაში სამინისტროს ასიგნება შემცირებულია ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე 2-ჯერ, 335.9 ათასი ლარით და ერთჯერადად 1,000.0 ათასი ლარის ოდენობით, მთავრობის განკარგულების1 საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად.
2016 წლის განმავლობაში, დამტკიცებულ გეგმაში შეტანილი 12 ცვლილებიდან, 10 შემთხვევაში განხორციელებულია თანხის გადატანა მუხლიდან მუხლში, ხოლო 2 შემთხვევაში კოდიდან კოდში. ამ უკანასკნელმა შეადგინა 1,200.8 ათასი ლარი (1,4%), რაც კანონით დაშვებულის ფარგლებშია.

ფინანსთა სამინისტროს აპარატის ასიგნება პირველი დამტკიცებული გეგმის თანახმად შეადგენდა 22,385.0 ათას ლარს, ხოლო კანონში შეტანილი ცვლილების 6 შემდეგ, მეორე დამტკიცებული გეგმა 18,935.0 ათას ლარს, ხოლო დაზუსტებულმა გეგმამ 16,603.6 ათასი ლარი შეადგინა. დამტკიცებულ ასიგნებებში განხორციელებული ცვლილებები წარმოდგენილია ცხრილის სახით.

შრომის ანაზღაურება

2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 7,335.1 ათასი ლარი. საანგარიშო პერიოდში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოყვანილია ქვემოთ (ცხრილი N3), რომელიც შედარდა 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულ საერთო ხარჯს არ გადაუჭარბებია 2015 წლის ანალოგიური მონაცემისთვის (97%). ასევე, არ გადაუჭარბებია „თანამდებობრივი სარგოსა“ (99%) და „პრემიის“ (78%) ქვემუხლებით გაწეულ ხარჯებს. თუმცა, ქვემუხლით „დანამატები“ გაწეულმა ხარჯებმა 7%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.
აუდიტის ჯგუფის მიერ გაანალიზდა „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშების სისწორე კლასიფიკაციის ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით. გამოვლინდა, რომ შტატით დასაქმებულთა საშუალო ფაქტობრივმა წლიურმა ოდენობამ შეადგინა 262 მომუშავე, ნაცვლად გეგმით
გათვალისწინებული 328 ერთეულისა, ანუ 66 საშტატო ერთეულით ნაკლები. წლის განმავლობაში ვაკანტური თანამდებობების არსებობის გამო, ქვემუხლით „თანამდებობრივი სარგო“ წარმოქმნილი ეკონომია გადანაწილებულია სხვა ქვემუხლებით გაწეულ ხარჯებზე და აუთვისებელი დარჩა მხოლოდ 187,9. ათასი
ლარი. კერძოდ: ქვემუხლით „თანამდებობრივი სარგო“ ეკონომიამ შეადგინა 1,043.8 ათასი ლარი, საიდანაც ქვემუხლით „პრემია“ გასაწევი ხარჯები გაზრდილია 679.8 ათასი ლარით (109%), ხოლო ქვემუხლით „დანამატი“ დაგეგმილი ხარჯი გაზრდილია 176.1 ათასი ლარით (8%).

2016 წელს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით, თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად გაცემულიყო პრემია დადგენილი ნორმის ზევით. კერძოდ, 3 დამხმარე მოსამსახურეს მიღებული აქვს პრემია თითეულს 17-ჯერ, 21 დამხმარე მოსამსახურეს, თითეულს 16-ჯერ, 2 დამხმარე მოსამსახურეს, თითეულს 15-ჯერ, ერთს 8-ჯერ. ასევე, 8-ჯერ აქვს მიღებული პრემია სპეციალისტებსა და სამმართველოს უფროსებს. 19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში.

დანამატი

ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის N20 ბრძანებით, აპარატის 220 თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა დანამატი.2 ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს დამატებით
ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის ყოველწლიურად, შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში. წლის განმავლობაში დანამატების სახით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 2,306.1 ათასი ლარი, აქედან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე გაიცა მხოლოდ 176.1 ათასი ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ არც ბრძანებით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით, პერსონალზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქციები არ იყო დაკონკრეტებული. წარმოდგენილი დოკუმენტაციით (სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის აღრიცხვის გაანგარიშების ტაბელები), ასევე, არ დასტურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება იმ მოხელეთა მხრიდან, რომლებზედაც გაიცემოდა დანამატები საანგარიშო პერიოდში.
ქვემოთ მოყვანილია აპარატის თანამშრომელზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დარიცხული თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების შედარების ცხრილი.

ასევე, გაანალიზდა 2016 წელს მენეჯმენტზე გაცემული პრემიებისა და დანამატების ხვედრითი წილი, როგორც მთლიან ხარჯთან მიმართებაში, ასევე ცალკეული მენეჯერის მიმართ.

მივლინების ხარჯები

საანგარიშო პერიოდში ობიექტის მიერ გაწეულმა მივლინების საკასო ხარჯებმა 305,545 ლარი შეადგინა. მათ შორის 15,270 ლარი გახარჯულია ქვეყნის შიგნით, ხოლო 290,275 ლარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების დროს ავიაბილეთების შეძენაზე გახარჯულია სულ 87,338 ლარი. აქედან გაწეული ხარჯის 94,7% შეადგენს შპს ,,თრეველინი“-სგან ბილეთების შესაძენად გადახდილ თანხას.

წარმომადგენლობითი ხარჯები

2016 წელს სამინისტროს მიერ გაწეულმა საკასო ხარჯმა მუხლით „წარმომადგენლობითი ხარჯები“ 109.6 ათასი ლარი შეადგინა.

წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში, სარესტორნო მომსახურების
შეძენასთან დაკავშირებით გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების სისუსტეები,
კერძოდ:
ბრძანებებში არ იყო მითითებული სტუმრების რაოდენობა, ღონისძიების
ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო ხარჯები. მოხსენებით ბარათებში არ იყო
დაკონკრეტებული ღონისძიებაში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო 2 შემთხვევაში
საერთოდ არ იყო მითითებული, თუ რამდენ კაცზე უნდა გამართულიყო ღონისძიება
(სადილი). სარესტორნო მომსახურების გაწევისას, არ არის წარმოდგენილი მიღება-
ჩაბარების აქტები და ჩეკ-მენიუები, შესაბამისად ვერ დგინდება ღონისძიებაში
მონაწილე პირთა რაოდენობა. ობიექტის განმარტებით: „სარესტორნო
მომსახურებების შესყიდვისას მენიუ-ჩეკები და მიღება-ჩაბარების აქტები
სამინისტროსთვის არ წარმოადგენდა აუცილებელ და სავალდებულო დოკუმენტს“,
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას, ყველა სხვა
შემთხვევაში, გარდა სარესტორნო მომსახურებისა, აპარატის მიერ მ/ჩ აქტები
შედგენილია.
ზოგიერთ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად
მაღალი ოდენობის ხარჯები. კერძოდ:
2016 წლის 25 აგვისტოს რესტორან „კოპალა“-ში 14 პერსონის მისაღებად
გამართულ ღონისძიებაზე გაწეულია 2,397 ლარის ოდენობის ხარჯი, ანუ 1
პერსონაზე გახარჯულია 171 ლარი.
2016 წლის 5 დეკემბერს აპარატის მიერ რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ
საქმიან ვახშამზე 1 პერსონისათვის გადახდილია 188 ლარი (ჯამში 25 პერსონაზე
4,689 ლარი), მაშინ როდესაც იგივე რესტორანში საგამოძიებო სამსახურის მიერ
იტალიელი სტუმრებისათვის გამართულ ვახშამზე 1 პერსონაზე გადახდილი იყო 75
ლარი. (სულ 8 პერსონაზე 600 ლარი).
2016 წლის 8 დეკემბერს რესტორან ,,VINOTEL“-ში 20 პერსონის მისაღებად
გადახდილია 3,259 ლარი, რამაც 1 პერსონაზე შეადგინა 163 ლარი, მაშინ, როცა იმავე
რესტორანში 19 დეკემბრის ვახშამის ღირებულებამ შეადგინა 1,485 ლარი, ანუ 1
პერსონაზე 99 ლარი.

სახელმწიფო შესყიდვები. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა

ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო სატენდერო ღირებულებები ბევრად აღემატებოდა შესაბამისი სამუშაოს/საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის მიერ ხორციელდებოდა ბაზრის მოკვლევის ღონისძიებები).

ერთი კომპლექტი ქსელური სისტემის (თანმდევი მომსახურებით და
ინსტალაციით) შესყიდვის მიზნით 2016 წლის 3 ივნისს გამოცხადებულ
გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება
შეადგენდა 27.2 ათასი ლარს, მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა. 20.0 ათასი
ლარით გამარჯვებულია შპს „აიტინეო“, რომელთანაც 2016 წლის 30 ივნისს
გაფორმებულია N159 ხელშეკრულება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის
დასასაბუთებლად შპს „აიტინეოს“ მიერ წარმოდგენილია შპს „კა ელ ჯი +“-ის 2016
წლის 20 ივნისის ინვოისი, რომლის თანახმად მისაწოდებელი საქონლის
ღირებულებამ (თანმდევი მომსახურებით და ინსტალაციით) შეადგინა 15.3 ათასი
ლარი, რაც სავარაუდო ღირებულების 56.3%-ია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში
კონსტრუქციების ღებვის და დამცავი საფარით დაფარვის სამუშაოების შესყიდვის
მიზნით 2016 წლის 6 აპრილს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ
ტენდერში, სავარაუდო ღირებულებით 49.9 ათასი ლარი, მონაწილეობას იღებდა
ჩვიდმეტი კანდიდატი. მათ შორის საუკეთესო ფასი – 24.7 ათასი ლარის (49.5%)
ოდენობით შეთავაზებულია ი.მ „მერაბ გულედანი“-ს მიერ, რომელსაც სატენდერო
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაევალა აღნიშნული ფასწარმოქმნის
ადექვატურობის დასაბუთება. წარმოდგენილია აუდიტორული კომპანია შპს
„შეფასების სახლის“ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ი.მ „მერაბ
გულედანს“ შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად და
შეუფერხებლად შესრულება 24.7 ათას ლარად. სატენდერო პროცედურების გავლის შემდეგ ი.მ „მერაბ გულედანთან“ 2016 წლის 25 მაისს გაფორმებულია 24.7 ათასი
ლარის ღირებულების N 133 ხელშეკრულება.
საგადასახადო რეფორმის შესახებ სარეკლამო რგოლის, ქრონომეტრაჟით 63 წამი,
სამ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო არხზე განთავსების მიზნით 2016 წლის 15
ივნისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, სავარაუდო
ღირებულებით 95.0 ათასი ლარი, მონაწილეობას იღებდა ოთხი კანდიდატი. მათ
შორის საუკეთესო ფასი – 69.8 ათასი ლარი (73,5%) დაფიქსირებული აქვს შპს „ბეთერ
ფლაი“-ს, რომელსაც დაევალა აღნიშნული ფასწარმოქმნის ადექვატურობის
დასაბუთება. წარმოდგენილია აუდიტორული ფირმა შპს „აბსოლუტ მენეჯმენტ
ჯორჯიას“ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს შპს „ბეთერ ფლაი“-ს მიერ
შეთავაზებული ფასის ფასწარმოქმნის ადექვატურობას. სატენდერო პროცედურების
გავლის შემდეგ შპს „ბეთერ ფლაი“-სთან 2016 წლის 15 ივლისს გაფორმებულია 69.8
ათასი ლარის ღირებულების N164 ხელშეკრულება. საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის იმავე დღის N90454 მოხსენებითი ბარათის და
ხელშეკრულების N164/1 შეთანხმებით სარეკლამო კლიპის ქრონომეტრაჟი 63
წამიდან შემცირებულია 54 წამამდე და სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა
63.0 ათასი ლარი. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ 41.2 ათასი ლარი,
„იმედზე“ 16.2 ათასი ლარი, „მაესტროზე“ 2.6 ათასი ლარი, მათი რეიტინგების
შესაბამისად.
საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით აუცილებელია
შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განისაზღვროს ბაზრის დეტალური და
საფუძვლიანი კვლევის შედეგად.

ფეხსაცმლის შეძენა

2016 წლის 11 აგვისტოს საგამოძიებო სამსახურისათვის ფეხსაცმლის შესაძენად გამოცხადებულია გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 36,000 ლარს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მოთხოვნილი იყო შემსყიდველისათვის 120 წყვილი ზაფხულის მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) მიწოდება. ფეხსაცმელი უნდა ყოფილიყო შავი ფერის, წყალგაუმტარი და დამზადებული ნატურალური ტყავისაგან. ფეხსაცმლის გარე ზედაპირი დამზადებული უნდა ყოფილიყო რისპსტოპ/ნეილონ ან ნეილონ/ქორდურასაგან, ხოლო ძირი პოლიურეთანის მასალის.
ტენდერში გამარჯვებულია შპს „კოზტრანსი“ საწყისი სატენდერო თანხით 36,000
ლარი, ანუ ერთი ერთეული ფეხსაცლის ღირებულებამ შეადგინა 300 ლარი.
სატენდერო კომისიის 2016 წლის 1 სექტემბრის N3 სხდომის ოქმის თანახმად, შპს
„კოზტრანსითვის“ მოთხოვნილია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის წარმოდგენა
საქონლის ნიმუშის შესაბამისობის დასადგენად, სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრულთან. პრეტენდენტის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთან დასმული იყო 3
შეკითხვა: ა) გარე ძირის ქიმური შემოწმება არის თუ არა რეზინი/პოლიურეთანი? ბ)
ფეხსაცმლის გარეთა ქსოვილი არის თუ არა ნეილონ კორდურა? გ) არის თუ არა
ნატურალური ტყავი?
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად8 ფეხსაცმლის ნიმუში დამზადებულია
ნატურალური ტყავისაგან, ხოლო გარე ძირის შემადგენლობაში პოლიურეთანის
შემცველობა და გარეთა ქსოვილში ნეილონ/კორდურას არსებობა ექსპერტიზის მიერ
დადასტურებელი არ არის. ასევე, ექსპერტიზამ ვერ განსაზღვრა ფეხსაცმლის
ჰიდროფობურობა (წყალამრეკლობა).
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადასტურებული შპს „კოზტრანსის“
მიერ წარმოდგენილი მისაწოდებელი საქონლის ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო
დოკუმენტაციით მოთხოვნილთან. მიუხედავად ამისა სატენდერო კომისიის
გადაწყვეტილებით გაფორმებულია ხელშეკრულება.

სამშენებლო სამუშაოები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სამონტაჟო
სამუშაოების შესრულებაზე 2016 წლის 8 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში
თანხით 97.5 ათასი ლარი, გამარჯვებულია (იგივე თანხით) შპს „არქეფექტი“.
შპს „დი ენდ კომპანის“ მიერ შედგენილი სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მე-17, მე-18 და 34-ე პოზიციაზე
შესასრულებელ სამუშაოებზე (კედლების და ჭერის თაბაშირმუყაოს ფილებით მოწყობა) ერთი კვ.მ თაბაშირ-მუყაოს ფილის ღირებულებად დაფიქსირებულია 3.1
ლარი, ხოლო შპს „არქეფექტის“ მიერ მე-17 და მე-18 პოზიციაზე 3.15 ლარი, 34-ე
პოზიციაზე კი (თაბაშირმუყაოს ფილის ღირებულება), არაგონივრულად მაღალი,
100-ჯერ მეტი თანხა – 315 ლარი. შედეგად, 2016 წლის 19 დეკემბერს წარმოდგენილ
შესრულებული სამუშაოების შუალედურ აქტში (ფორმა N2) 17.48 კვ.მ
თაბაშირმუყაოს ფილის ღირებულებად დაფიქსირებულია (17.48*315) 5,506.2 ლარი,
ნაცვლად (17.48*3.15) 55.1 ლარისა. სხვაობა, დარიცხვების გარეშე შეადგენს 5,451
ლარს, ხოლო დარიცხვებით (5,451*2%*5%*5%*18%) 7,233 ლარს.
უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტის ჯგუფის მითითების
შედეგად, აპარატსა და შპს „არქეფექტს“ შორის გაფორმებული იქნა 2017 წლის 2
მარტის N217/2 შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა (შემცირდა)
მიმწოდებელზე ასანაზღაურებელი თანხა 7,233 ლარით.

შესაბამისი ცხრილები იხილეთ აქ

ასე რომ, 2016 წელს სამინისტროს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით. კერძოდ, 3 დამხმარე მოსამსახურეს მიღებული აქვსპრემია თითეულს 17-ჯერ, 21 დამხმარე მოსამსახურეს – 16-ჯერ, 2 დამხმარე მოსამსახურეს – 15-ჯერ, ერთს- 8-ჯერ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 19-მა მოხელემ თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგოდენობაზე მეტი პრემია მიიღო.

სამინისტროს მივლინების წლიურმა ხარჯებმა 305 545 ლარი შეადგინა. მათ შორის, 15 270 ლარი გახარჯულია ქვეყნის შიგნით, ხოლო 290 275 ლარი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე. უცხოეთშიმივლინებების დროს ავიაბილეთების შეძენაზე გახარჯულია სულ 87 338 ლარი.  სამინისტროს თითოეული მოხელე თავისი შეხედულებისამებრ არჩევს, თუ სად შეიძინოს ავიაბილეთი. შესაბამისად, სამინისტროს მიერ არ ხორციელდება კონტროლი საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვაზე.

ქვეყნის შიგნით მივლინებებისას საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას ზოგიერთ შემთხვევებში გადახდილია მაღალი ოდენობის თანხები. კერძოდ: 2016 წლის 30 ივლისს დაბა ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ სამინისტროს წარმომადგენლების განთავსების 1 დღის ღირებულებამ შეადგინა 704 ლარი, რაც აღემატება არა მხოლოდ საქართველოში არსებული საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ 3-ჯერდა მეტად აღემატება ისეთი ქვეყნების საცხოვრებელი ფართის დაქირავების ნორმებს, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და სხვა.

2016 წლის 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ 1 დღე-ღამით განთავსების ღირებულებამ შეადგინა 649 ლარი, რაც ასევე მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო კლასის სასტუმროს ღირებულებას.

2016 წელს სამინისტროს მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 109 600 ლარი.ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები. მაგალითად: რესტორან „კოპალა“-ში 14 პერსონის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე გაწეულია 2 397 ლარის ოდენობის ხარჯი, ანუ 1 პერსონაზე გახარჯულია 171 ლარი. რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ საქმიან ვახშამზე 1 პერსონისთვის გადახდილია 188 ლარი (ჯამში 25 პერსონაზე – 4 689 ლარი). რესტორან „VINOTEL“-ში 20 პერსონის მისაღებად გადახდილია 3 259 ლარი, რაც 1 პერსონაზე შეადგენს 163 ლარს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე ნოდარ ხადური იყო, შემდეგ კი ეს თანამდებობა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა.

იტვირთბა....