იტალიაში , ქალაქ მილანში, პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, ქართველების კრიმინალური ჯგუფი დააკავა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებს, იტალიის ქალაქებში ბინების გაქურდვაში ედებათ ბრალი. აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი დინო გავაძენი იყო. ჯგუფი ოთხი ქართველისგან შედგებოდა. ისინი კრიმინალურ საქმიანობას პიემონტეს, ლომბარდიისა და ვალე დაოსტას პროვინციებში ეწეოდნენ.
მილანის პოლიციამ ჯგუფის წევრები სამთვიანი გამოძიების შედეგად დააკავა. ჯგუფის დაკავება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ.
2017 წელს იტალიაში ბინების გაქურდვაზე 61 ადამიანი დააკავეს, აქედან 18 საქართველოს მოქალაქე.