ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ ლადო ჭანტურია მოსამართლეობის კანდიდატად აირჩია

სტრასბურგის სასამართლომ ლადო ჭანტურია მოსამართლეობის კანდიდატად აირჩია.
ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგში ჭანტურია შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. იუსტიციის სამინისტრომ ამის შესახებ, შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა მიიღო.

თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატზე კვლავ კონკურის გამოცხადდა. მისი თქმით დღეს კონკურსი ცხადდება ეროვნულ დონეზე 2 ადგილზე. წულუკიანმა მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას უკვე მეოთხედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი(ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

“ბატონი ლადო ჭანტურია სტრასბურის სასამართლოში მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს, ჩვენ საქრთველოს მთავრობამ, ამის შესახებ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვა”, – განაცხდა თეა წულუკიანმა.

ლადო ჭანტურია ამ დროისთვის გერმანიაში საქართველოს ელჩია,  სოფო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში, შოთა გეწაძე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

 

იტვირთბა....