უკრაინელი ოპოზიციონერი ოლეგ ლიაშკო სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს წყალობით გახდა სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და მან პასუხი უნდა აგოს საზოგადოების, და პირველ რიგში, ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
“ძმების სისხლიანი მკვლელი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს წყალობით გახდა უკრაინის მოქალაქე. თავდაპირველად სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი, ქართველი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მან დახვრიტა, მიატოვა და უღალატა. ლაჩარივით ნუ იმალები უკრაინაში დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულებისგან” – წერს ოლეგ ლიაშკო.
საპასუხოდ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ლიაშკოს პასუხობს. მისი თქმით, საქმეში ჩაერთო ახმეტოვის რესურსები, მისმა არხმა შეიძინა ჩემს შესახებ ფილმი, რომელიც გადაღებულია ივანიშვილის დაკვეთით და გაზპრომის ფინანსებით, აღსანიშნავია, რომ ჯიბის ოპოზიციონერმა ლიაშკომ ისევ დაიწყო ხმამაღალი ყვირილი ჩემი უკრაინიდან გასახლების შესახებ” – წერს სააკაშვილი.