ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხთარლის ცოლი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლი  ლეილა მისტაფაევა დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.  მუსტაფაევა საგამოძიებო ორგანოში 11:00 საათზე უნდა მივიდეს. ეს არის ლეილა მუსტაფაევას პირველი გამოკითხვა, მას შემდეგ რაც, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება შსს-დან მთავარ პროკურატურას გადაეცა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით 1 თვის წინ თბილისში ქუჩიდან გაუჩინარდა და ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. ის აზერბაიჯანის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....