ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით იზრდება. თანხების მობილიზება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსებისთვის ხდება. ამავე მიზნით, მერიის პროექტი, ითვალისწინებს სხვა მიმართულებებიდან კიდევ დაახლოებით 15 მილიონის გამოთავისუფლებას. საკითხზე საკრებულო დღეს იმსჯელებს. ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ცდილობს, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტი გაზარდოს.

 

იტვირთბა....