”პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ემზარ კვიციანის თქმით, ის ვანო ჯავახიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აღარ აკეთებს და „რუსთავი2“-ს მასხარა ტელევიზიას უწოდებს.
„კარგად ბრძანდებოდეთ! კარგად იყავით! თქვენ, რატომ იყენებთ ყველაფერს ჩემს წინააღმდეგ?! თქვენ და თქვენი მასხარა ტელევიზია, რატომ იყენებთ ჩემს წინააღმდეგ ყველაფერს?!“, – ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, კვიციანმა რამდენიმე დღის წინ ვანო ჯავახიშვილზე დაწერა, თითქოს არსებობს საშიშროება, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას შემდეგ მსხვერპლი ის გახდეს, რასაც საზოგადოების მხრიდან რეაქცია მოჰყვა, თავად კვიციანი კი გამოკითხვაზე დაიბარეს.