aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბოჭორნაში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....