ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ოქროს ფასმა მინიმუმს მიაღწია

ოქროს ფასმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმს მიაღწია. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი კიდევ 1.2 პროცენტით შემცირდა და 1 056.6 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ვერცხლს, ერთი უნციის ფასი 0, 5 პროცენტით შემცირდა და 14,11 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ძვირფასი მეტალების ფასების შემცირება დოლარის კიდევ უფრო გამყარებამ განაპირობა, რაც თავისთავად აშშ-ში მომავალ თვეში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.

წყარო: bpn.ge

იტვირთბა....