ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვანო მერაბიშვილის საქმეზე ახალი გარემოებებია”

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

“აუცილებელია ეს საკითხი საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს”, – აცხადებს კახიძე.

“გვაქვს ახალი გარემოებები. სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ამხელს სამინისტროს თანამშრომლებს. ვინაიდან პროკურატურა არაფერს აკეთებს აუცილებელია ეს საკითხი საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს”, – აცხადებს ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2016 წლის 14 ივნისს მიიღო. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო – საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილი საკნიდან სავარაუდოდ გაიყვანეს.

იტვირთბა....