ახალი ამბები მთავარი სამართალი

აღმაშენებლის გამზირზე მოქალაქის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აღმაშენებლის გამზირზე მოქალაქის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგოც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს.

დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, 23 ივლისს აქცია „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე ჩაიარეს, სადაც „ქართული მარშის“ ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ორი აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს.

 

იტვირთბა....