შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. მისი თქმით, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს ყოველი მათგანი.
“ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
„ვიზიტორების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისებია და ასევე, სადაც დიდი დიასპორა გვყავს – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ. ამ სამი თვით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რისკები დიდი არ არის“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს.