თბილისი − წითელი ხიდის საავტომობილო გზის (თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის) რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტისთვის ორ კომპანიას ქონება იძულებით ჩამოერთვა.
ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებით, გზის მონაკვეთის მშენებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების პროექტად ჩაითვალა და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ ექსპროპრიციის უფლება მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულშემდეგ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე:
1. შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (უძრავი ქონება მთლიანი ფართი 181.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა; კერძოდ – ავტოგასამართი სადგური )
2. შპს „ავზი-94“ ( უძრავი ქონება რეგისტრირებული ფართის 11501 კვ.მ-ის ნაწილი 71 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა; კერძოდ – ბენზინგასამართი სადგური და საკვების ობიექტი).
თბილისი-რუსთავის ურბანული გზის რეკონსტრუქცია ითვალისწინებს 17.1 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზის გაფართოებას 4-ზოლიან გზატკეცილად, რომლის საპროექტო სიჩქარეა 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით.
თბილისი-რუსთავის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ჩქაროსნული გზის ნაწილს.
წყარო: Business Media Georgia